ბლეფაროსალფეთქი

სამედიცინო პროდუქტი, არ შეიცავს სპირტს. თვალისა და ქუთუთოს ჰიგიენის სწრაფი, ეფექტური, სტერილური საშუალება კომპაქტური, ერთჯერადი შეფუთვით. რეკომენდებულია თვალის დაავადებების პროფილაქტიკისა და პოსტოპერაციულ პერიოდში აღდგენითი პროცედურებისთვის.

სტერილური, ეფექტური გამწმენდი საშუალება კომპაქტურ, ერთჯერად შეფუთვაში, სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს დაბინძურებულ ქუთუთოებს. ბლეფაროსალფეთქის კომპრესი ხსნის დაღლილობას და ,,მშრალი თვალის” სინდრომს, აღადგენს ცრემლის გამოყოფას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისა და კონტაქტური ლინზების ტარებისას. სტერილური შეფუთვის გამო, შესაძლებელია მისი გამოყენება პოსტოპერაციულ პერიოდში დამუშავების მიზნით და ქუთუთოების ანთებითი დაავადებების დროს.
შეფუთვაშია N20 ბლეფაროსალფეთქი.

გამოიყენება დაბინძურებული ქუთუთოების გასაწმენდად. სტერილური შეფუთვის გამო, ხელსაყრელი და სასურველია მისი გამოყენება პოსტოპერაციულ პერიოდში დამუშავების მიზნით. გამოიყენება სხვადასხვა გენეზის ბლეფარიტის კომპლექსური მკურნალობის პროცესში, მათ შორის დემოდეკოზური ბლეფარიტების დროს. ბლეფაროსალფეთქების თბილი კომპრესები გამოიყენება თვალის დაღლილობის და მშრალი თვალის სინდრომის მოსახსნელად.

ამოიღეთ სალფეთქი ინდივიდუალური შეფუთვიდან და მსუბუქი მოძრაობით გაიწმინდეთ ქუთუთოები და წამწამები (რეკომენდებულია თითოეული თვალისთვის გამოყენებული იქნას სხვადასხვა სალფეთქი). კომპრესებისთვის: გაუხსნელი ბლეფაროსალფეთქი მოათავსეთ ცხელ წყალში ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ, გახსენით შეფუთვა და სალფეთქი მოათავსეთ ქუთუთოებზე 2-3 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია თითოეული თვალისთვის ცალკე სალფეთქის გამოყენება. ბლეფაროსალფეთქის თბილი კომპრესები ხელს უწყობს ცრემლის სეკრეციის აღდგენას.

პოლივინილპიროლიდონს ახასიათებს მაადსორბირებელი და დეზინტოქსიკაციური თვისებები. სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს დაბინძურებისაგან ქუთუთოების კანს და წამწამის ძირებს.  

გულყვითელას ექსტრაქტს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ანტიმიკრობული მოქმედება. ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, ზრდის ქუთუთოების კანის ტონუსს. გულყვითელას ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, ფიტონციდებს, საპონინებს, დიდი რაოდენობით კაროტინს და სხვა კაროტინოიდებს, ლიკოპენს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. ოფთალმოლოგები გულყვითელას ექსტრაქტს იყენებენ ბლეფარიტის სამკურნალოდ.  

ჰამამელის ექსტრაქტი ხსნის კანის ზედაპირის დაჭიმულობას, არბილებს კანს. მისი ფოთლები მდიდარია ფლავანოიდებით, ტანინებით, რის გამოც აქვს შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.  

მწვანე ჩაის ექსტრაქტი – მდიდარია ანტიოქსიდანტებით. შეიცავს ტანინებს, ფენოლის მჟავებს, ალკალოიდებს, კოფეინს და მის ანალოგებს, ნიკოტინის და პანთოტენის მჟავას, B1, C, K, E, P და PP ვიტამინებს, ასევე ეთერზეთებს. ახასიათებს მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მწვანე ჩაის შემადგენლობაში არსებული ტანინები განაპირობებენ კაპილაროპროტექტორულ მოქმედებას. გვირილის ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთს (რომელიც შეიცავს ქამაზულენს, ფლავონოიდებს, კადიენს), კაპრილის, იზოვალერიანის, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავებს, ქოლინს, კუმარინებს, ფიტოსტეროლს, მატრიცინს, აპიგენინს, აპიინს, გერნიარინს, კაროტინს, ცილოვან ნივთიერებებს და ცხიმოვან მჟავებს (ოლეინი, ლინოლენი, პალმიტინი, სტეარინი).

ინდივიდუალური აუტანლობა ბლეფაროსალფეთქის კომპონენტების მიმართ, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციით (ქუთუთოების სიწითლე ქავილი და ა. შ.)

არ აქვს

ინახება +5დან +30 ტემპერატურაზე.Შენახვის ვადა 3 წელი.

 სად იყიდება

რჩევები გამოყენებისთვის და სასარგებლო ვიდეო

ბლეფაროსალფეთქი ქუთუთოების გასაწმენდი მოსახერხებელი საშუალებაა. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება თბილი კომპრესების სახით. რეკომენდებულია: ბლეფარიტის, მშრალი თვალის სინდრომის, დაღლილი თვალის სინდრომის და დემოდეკოზის დროს. ბლეფაროსალფეთქი დადებითად მოქმედებს თვალზე და ხსნის დაღლილობას.
ბლეფაროსალფეთქი გამოიყენება როგორც გამწმენდი საშუალება თვალის მიდამოში პრობლემების დროს და ოპერციისშემდგომ პერიოდში.

პრეპარატის სარეგისტრაციო მონაცემები