ბლეფაროგელის სერიის სამკურნალო საშუალებები შექმნილია ბლეფარიტის, მშრალი თვალის სინდრომის, დემოდეკოზის და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. სამკურნალო საშუალებების სერია ეფექტურია ქუთუთოს კანის როგორც ყოველდღიური მოვლის საშუალება თვალისა და კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ბლეფაროგელი 1- ქუთუთოების მოვლის საშუალება. ეფექტურია მშრალი თვალის სინდრომის, ბლეფარიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. განსაკუთრებით რეკომენდებულია კონტაქტური ლინზების ტარებისა და კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივად მუშაობისას. ბლეფაროგელ 1-ით ქუთუთოების მასაჟი აუმჯობესებს ქუთუთოების მიდამოში სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ახდენს მეიბომის ჯირკვლების სეკრეტის დრენირებას, ზრდის საცრემლე აპკის მდგრადობას, ხსნის „მშრალი თვალის“ სინდრომს და თვალის დაღლილობის შეგრძნებას.

ფლაკონის მოცულობა 15 მლ. დაწვრილებით

ბლეფაროგელი 2 — ქუთუთოს მოსავლელი სამედიცინო საშუალებაა. შეუცვლელია ქუთუთოს დემოდეკოზის და ბლეფარიტის სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება ქუთუთოების კიდეების ანთებითი პროცესით, ქავილით და წამწამების ცვენით. ბლეფაროგელი 2 შეიცავს გოგირდს, რომელიც ასუფთავებს ქუთუთოს კიდეებზე არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების გამომყოფ სადინარებს და აწესრიგებს სეკრეციას. ბლეფაროგელი 2-ით მასაჟი აუმჯობესებს ქუთუთოს მიდამოს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ახდენს მეიბომის ჯირკვლების სეკრეტის დრენირებას, ზრდის საცრემლე აპკის მდგრადობას, ხსნის მშრალი თვალის სინდრომს და დაღლილობის შეგრძნებას.

ფლაკონის მოცულობა 15 მლ. დაწვრილებით

ბლეფაროგელი ფორტე — კოსმეტიკური პროდუქტი ქუთუთოების მოვლისთვის. ქუთუთოების მიდამოს დემოდეკოზის, დერმატიტის და ბლეფარიტების საწინააღმდეგო საშუალება. ბლეფაროგელ ფორტეს შემადგენლობაში შედის: მეტრონიდაზოლი — ეფექტური ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული (ანტიპარაზიტული) საშუალება, გოგირდის პრეპარატები, რომლებიც ასუფთავებენ ჯირკვლების გამომყოფ სადინრებს ქუთუთოების კიდეებში და ახდენენ მათი სეკრეციის ნორმალიზებას. ქუთუთოების მასაჟი ბლეფაროგელ ფორტეს გამოყენებით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს ქუთუთოების არეში.

ფლაკონის მოცულობა 15 მლ. დაწვრილებით

ბლეფაროლოსიონი — თვალის მოვლის ჰიგიენური და გამწმენდი საშუალება. კოსმეტოლოგები თვალების დასაბანად საპნის გამოყენებას არ გვირჩევენ, რადგან ის აშრობს კანს და ქუთუთოების წამწამების კიდეებს, ავიწროებს ჯირკვლების გამომყოფ სადინრებს. ამის შედეგად ჯირკვლები იხშობა, გროვდება სეკრეტი, რაც ართულებს ბლეფარიტის მიმდინარეობას. ბლეფაროლოსიონი ადვილად უმკლავდება ამ პრობლემას. ბლეფაროლოსიონში არსებული კომპონენტები არა მხოლოდ დაბინძურებისაგან ასუფთავებს ქუთუთოების კანს, არამედ ახდენს ანტიბაქტერიულ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ასუფთავებს ქუთუთოების კიდეზე ჯირკვლების გამომტან სადინრებს და აწესრიგებს მათ სეკრეციას, ზრდის კანის ტურგორს. ბლეფაროლოსიონის თბილი კომპრესები აჩქარებს პროდუქტის ყველა სასარგებლო კომპონენტის შეწოვას, ხსნის ანთებას, თვალის დაღლილობას და „მშრალი თვალის“ სინდრომს, აღადგენს ცრემლის სეკრეციას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისა და კონტაქტური ლინზების ტარებისას.

ფლაკონის მოცულობა 15 მლ.დაწვრილებით

ბლეფაროსალფეთქი — სტერილური, ეფექტური გამწმენდი საშუალება კომპაქტურ, ერთჯერად შეფუთვაში, სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს დაბინძურებულ ქუთუთოებს. ბლეფაროსალფეთქის კომპრესი ხსნის დაღლილობას და ,,მშრალი თვალის” სინდრომს, აღადგენს ცრემლის გამოყოფას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისა და კონტაქტური ლინზების ტარებისას. სტერილური შეფუთვის გამო, შესაძლებელია მისი გამოყენება პოსტოპერაციულ პერიოდში დამუშავების მიზნით და ქუთუთოების ანთებითი დაავადებების დროს.

20 სალფეთქი დაწვრილებით

კომპლექსის გამოყენება:

ტონიზირება და აღდგენა

თერაპია