ბლეფაროგელი ფორტე

ბლეფაროგელი ფორტე

სიახლე!  ქუთუთოების მოვლის, დემოდეკოზის, სხვადასხვა დერმატოზებისა და ბლეფარიტის საპროფილაქტიკო და სამკურნალო კოსმეტიკური საშუალება.

ქუთუთოების მოვლის კოსმეტიკური საშუალება. დემოდეკოზის, ქუთუთოების მიდამოს დერმატიტისა და ბლეფარიტის საწინააღმდეგო საშუალება. ბლეფაროგელი ფორტეს შემადგენლობაშია: მეტრონიდაზოლი — ეფექტური ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული (ანტიპარაზიტული) საშუალება, გოგირდი, რომელიც ასუფთავებს ქუთუთოების კიდეებზე ჯირკვლების გამომყოფ სადინარებს და აწესრიგებს მათ სეკრეციას. ბლეფაროგელი ფორტეს გამოყენებით ქუთუთოების მასაჟი აუმჯობესებს ქუთუთოების მიდამოში სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს.

სხვადასხვა ეტიოლოგიის დემოდეკოზის, დერმატიტის და ბლეფარიტის სამკურნალო ეფექტური საშუალება. რეკომენდებულია დემოდექსის ტკიპით გამოწვეული კანის დაავადების — ქუთუთოების დემოდეკოზის სამკურნალოდ. ბლეფაროგელის რეგულარული გამოყენება ამცირებს ჯიბლიბოს რეციდივების რიცხვს.

1-2 წვეთი გელი დაიტანეთ სუფთა თითის ბალიშზე და ნაზი წრიული მოძრაობით შეიზილეთ დახუჭული თვალების წამწამების ძირებში 1-2 წუთის განმავლობაში. ქრონიკული ბლეფარიტის დროს რეკომენდებულია დღეში ორჯერ, დილით და საღამოს გამოყენება, სახის დაბანის შემდეგ. პროცედურები ჩაიტარეთ ბლეფარიტის ნიშნების გაქრობამდე. ბლეფარიტისა და ჯიბლიბოს პროფილაქტიკისთვის, შესაძლებელია დღეში ერთხელ, ძილის წინ გამოყენება.

მეტრონიდაზოლს აქვს ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული (ანტიპარაზიტული) ეფექტი.
ჰიალურონის მჟავა არეგულირებს უჯრედებში წყლის შემცველობას, ასევე ასტიმულირებს უჯრედების მიგრაციის და დიფერენცირების პროცესებს. ჰიალურონის მჟავას მოქმედებით ქუთუთოების ცხიმოვანი, მეიბომის ჯირკვლების სადინრები სუფთავდება საცობებისაგან და წესრიგდება მათი სეკრეცია. კანი ტენიანდება და მკვრივდება.
ალოე ვერას ექსტრაქტს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, აუმჯობესებს ქუთუთოების კანის ნივთიერებათა ცვლას, ხსნის შეშუპებას და გაღიზიანების სხვა სიმპტომებს. გოგირდს გააჩნია ანტისეპტიკური და აკარიციდული მოქმედება.

ინდივიდუალური აუტანლობა ბლეფაროგელ ფორტეს კომპონენტების მიმართ, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციის სახით (ქუთუთოების სიწითლე, ქავილი და ა.შ.)

მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლისა და შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი — არ არსებობს კლინიკური მონაცემები ნაყოფზე მეტრონიდაზოლის მოქმედების შესახებ.

შეინახეთ +5-დან +25° С-მდე ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა — 3 წელი.

პრეპარატის სარეგისტრაციო მონაცემები