ბლეფაროლოსიონი

თვალისა და ქუთუთოების შესანიშნავი გამწმენდი და ჰიგიენური მოვლის საშუალება.

თვალის მოვლის ჰიგიენური და გამწმენდი საშუალება. კოსმეტოლოგები თვალების დასაბანად საპნის გამოყენებას არ გვირჩევენ, რადგან ის აშრობს კანს და ქუთუთოების წამწამების კიდეებს, ავიწროებს ჯირკვლების გამომყოფ სადინრებს. ამის შედეგად ჯირკვლები იხშობა, გროვდება სეკრეტი, რაც ართულებს ბლეფარიტის მიმდინარეობას. ბლეფაროლოსიონი ადვილად უმკლავდება ამ პრობლემას. ბლეფაროლოსიონში არსებული კომპონენტები არა მხოლოდ დაბინძურებისაგან ასუფთავებს ქუთუთოების კანს, არამედ ახდენს ანტიბაქტერიულ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ასუფთავებს ქუთუთოების კიდეზე ჯირკვლების გამომტან სადინრებს და აწესრიგებს მათ სეკრეციას, ზრდის კანის ტურგორს. ბლეფაროლოსიონის თბილი კომპრესები აჩქარებს პროდუქტის ყველა სასარგებლო კომპონენტის შეწოვას, ხსნის ანთებას, თვალის დაღლილობას და „მშრალი თვალის“ სინდრომს, აღადგენს ცრემლის სეკრეციას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისა და კონტაქტური ლინზების ტარებისას.
ფლაკონის მოცულობა 15 მლ.

ქუთუთოების გაწმენდა დაბინძურებისგან, სხვადასხვა ეტიოლოგიის ბლეფარიტის, თვალის დემოდეკოზის კომპლექსური მკურნალობა.

ბლეფაროლოსიონით გაჟღენთილი ბამბიანი წკირით ან სუფთა თითის ბალიშით დაიმუშავეთ ქუთუთოების კიდეები და წამწამების ძირები. მსუბუქი მოძრაობით ხდება როგორც მაკიაჟის, ისე სხვადასხვა დაბინძურების მოშორება. შემდეგ ბლეფაროგელი 1-ით ან ბლეფაროგელი 2-ით დაიმუშავეთ წამწამების ძირები.

კომპრესები: თბილ წყალში დასველებული კოსმეტიკური ბამბის დისკოზე დააწვეთეთ რამოდენიმე წვეთი ბლეფაროლოსიონი და მოათავსეთ დახუჭულ თვალის ქუთუთოზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. თბილი კომპრესები აძლიერებს მასში შემავალი კომპონენტების სწრაფ შეწოვას და სამკურნალო თვისებებს.

ჰემოდეზი (პოლივინილპიროლიდონი), ახასიათებს მაადსორბირებელი და დეზინტოქსიკაციური თვისებები. სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს დაბინძურებისაგან ქუთუთოების კანს და წამწამის ძირებს.
ჰამამელის ექსტრაქტს ახასიათებს ანტიბაქტერიული და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი არბილებს კანს და აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს.
გვირილის ექსტრაქტს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი ამკვრივებს კანს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისაგან და შესაბამისად ნაადრევი დაბერებისაგან.

ინდივიდუალური აუტანლობა ბლეფაროლოსიონის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციით (ქუთუთოების სიწითლე, ქავილი და ა. შ.)

არ აქვს

ინახება +5დან +30 ტემპერატურაზე. შენახვის ვადა 3 წელი.

 სად იყიდება

ბლეფაროლოსიონის მოხმარების რჩევები და სასარგებლო ვიდეო

მადლობას ვუხდით ამ ვიდეორგოლის მოწოდებისთვის ,,გელტეკ-მედიკა უკრაინა’’

პრეპარატის სარეგისტრაციო მონაცემები