ბლეფარიტი

ბლეფარიტი თვალის დაავადებების გავრცელებული ჯგუფია, რომელსაც თან ახლავს ქუთუთოს კიდის ქრონიკული ანთება და რთულად ექვემდებარება მკურნალობას. ბლეფარიტის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა. იგი ხშირად ვითარდება იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითების ან სხვა დაავადებების ფონზე. ბლეფარიტის სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაავადების ტიპისა და მკურნალობის მეთოდის დასადგენად, აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

გამომწვევი მიზეზები — ქრონიკული ინფექციური და ალერგიული დაავადებები, ვირუსული ინფექციები, ჰიპოვიტამინოზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, მშრალი თვალის სინდრომი, პარაზიტული დაავადებები, გარემო ფაქტორები: ქარი, კვამლი, დაბინძურებული ჰაერი, კოსმეტიკური საშუალებები, იმუნიტეტის დაქვეითება. ინფექციური ბლეფარიტის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის ოქროსფერი სტაფილოკოკი, ბავშვებში პათოგენად ასევე შეიძლება გამოვლინდეს ეპიდერმალური სტაფილოკოკი. პარაზიტულ ფორმებს იწვევს დემოდექსის ტკიპა (დემოდეკოზური ბლეფარიტი) ან ქუთუთოების პედიკულოზი. ბლეფარიტის არაინფექციურ მიზეზებად ითვლება ალერგიული რეაქციები და კანის დაავადებები (როზაცეა, სებორეა).

ბლეფარიტის სახეები:

მარტივი — ქერცლოვანი ბლეფარიტი — ახასიათებს ქუთუთოს კიდის ჰიპერემია და გამსხვილება, წამწამების ძირთან მჭიდროდ დაკავშირებული მორუხო-მოთეთრო ფერის ქერცლის წარმოქმნა. ქერცლი ცხიმოვანი ჯირკვლის და ეპიდერმისის ეპითელიუმის ჩამოფრცქვნის შედეგია. საჭიროა ქუთუთოების მუდმივი გაწმენდა. გირჩევთ გამოიყენოთ ბლეფაროლოსიონის ან ბლეფაროსალფეთკების თბილი კომპრესები.
მეიბომური — განპირობებულია ქუთუთოს ხრტილის ჯირკვალთა ჰიპერსეკრეციით და სეკრეტის არასაკმარისი დრენირებით. ახასიათებს ქუთუთოს კიდის გამსხვილება და ჰიპერემია, პრიალა შესახედაობა. ქუთუთოს ხრტილზე დაჭერისას, მეიბომის ჯირკვლებიდან გამოიყოფა მღვრიე ზეთისებრი სეკრეტი. დაავადება ადვილად გადადის ქრონიკულ ფორმაში. საჭიროებს ქუთუთოების მუდმივ ჰიგიენას.

წყლულოვანი — ახასიათებს წამწამების ძირების ჩირქოვანი ანთება და ქუთუთოს კიდის გასწვრივ ჩირქოვანი ფუფხი, რომლის მოცილების შემდეგ შიშვლდება სისხლმდენი წყლულები. ვითარდება წამწამების ცვენა და არასწორი ზრდა. მიზეზი ინფექციებია: სტაფილოკოკები, ჰემოფილის ჩხირი, ადამიანის ჰერპეს ვირუსი. მკურნალობისთვის გამოიყენება კომბინირებული პრეპარატები: ანტიბიოტიკები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. საჭიროა ქუთუთოების და წამწამების რეგულარული გაწმენდა, ასევე კანში ცვლითი პროცესების აღდგენა.

ბლეფარიტი როზაცეა — ქუთუთოს ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქუთუთოს კანზე მორუხო-მოწითალი ფერის წვრილი კვანძებისა და პუსტულების წარმოქმნა. ხშირადაა შერწყმული ვარდისფერ ფერიმჭამელასთან.

დემოდეკოზური ბლეფარიტი — დემოდექსის Demodex ტკიპა მრავლდება წამწამების ძირებზე და იკვებება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტით. იწვევს ძლიერ ქავილს და მკვრივი საცობების გაჩენას, ასევე ჩირქოვან გამონადენს თვალებიდან. თვალის მიდამოს დემოდექსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეკომენდებულია ბლეფაროგელი 2. მასში შემავალი გოგირდი, აკარიციდული თვისებების გამო, ამცირებს ტკიპების რაოდენობას, ალოეს წვენი და ჰიალურონის მჟავა ასუფთავებს და ატენიანებს ქუთუთოს კანს, ხსნის ანთებას.

ალერგიული ბლეფარიტი — იწვევს ქუთუთოების კანის შეშუპებას და ქავილს. შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დისკომფორტი და თვალის გახელის გაძნელება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ალერგენის იდენტიფიცირება და მასი ზემოქმედების შემცირება ან შეწყვეტა. ასევე შესაძლებელია ანტიალერგიული მედიკამენტების გამოყენება.

ბლეფარიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

ნებისმიერი ტიპის ბლეფარიტის მკურნალობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სათანადო გაწმენდა და ამისათვის საუკეთესოა ბლეფაროგელის სერიის სამკურნალო საშუალებები. ბლეფაროგელი 1 უმკლავდება ბლეფარიტის არა მხოლოდ მწვავე, არამედ ქრონიკულ ფორმებს. ის ეფექტურად აშორებს ქუთუთოებიდან და წამწამების კიდიდან დაბინძურებას. ბლეფაროგელი 1-ის შემადგენლობაში არსებული ცხიმოვანი მჟავა პოლიგლიცერილ-4 კაფრატის ეთერზეთები ნაზად და სათუთად ასუფთავებს ქუთუთოებს და წამწამებს, წყალგამძლე კოსმეტიკური საშუალებებისგანაც კი.

ბლეფარიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის საჭიროა რეგულარულად გაასუფთაოთ ქუთუთოების კანი დაბინძურებისაგან და უზრუნველყოთ იგი ნუტრიენტებით, აღმდგენი ნივთიერებებით. ქუთუთოს მოსავლელად რეკომენდებულია გამოიყენოთ ბლეფაროლოსიონის კომპრესები ან ბლეფაროსალფეთქები

დემოდეკოზური ბლეფარიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია ბლეფაროგელი 2, რომელიც იძლევა ყველაზე ეფექტურ შედეგს გოგირდის კომპონენტის გამო. ამ უკანასკნელს აქვს აკარიციდური მოქმედება, ასუფთავებს ქუთუთოების კიდეზე ჯირკვლების გამომყოფ სადინრებს და მნიშვნელოვნად ამცირებს დემოდექსის ტკიპის პოპულაციას. ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერა ატენიანებს ქუთუთოების ზედაპირს, აშორებს დემოდეკოზის გამოვლინებებს, როგორიცაა: მშრალი თვალის სინდრომი, ბლეფარიტი და ა.შ. ბლეფაროგელი 2 -ის შეზელვა უნდა მოხდეს წრიული მოძრაობით, დახუჭული თვალების წამწამწების ძირებში, რაც დამატებით, აუმჯობესებს თვალის მიდამოში სისხლის მიმოქცევას და ცვლით პროცესებს, აძლიერებს პრეპარატის ეფექტს.

Научные публикации и исследования по теме «Блефарит»