ბლეფაროგელი1 — არის ბლეფარიტის, სიმშრალისა და თვალის დაღლილობის სამკურნალო პრეპარატი

ბლეფაროგელი 1

Препарат от блефарита и сухости глаз

ქუთუთოების მოვლის საშუალება. ეფექტურია მშრალი თვალის სინდრომის და ბლეფარიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ბლეფაროგელი 1- ქუთუთოების მოვლის საშუალება. ეფექტურია მშრალი თვალის სინდრომის, ბლეფარიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. განსაკუთრებით რეკომენდებულია კონტაქტური ლინზების ტარებისა და კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივად მუშაობისას. ბლეფაროგელ 1-ით ქუთუთოების მასაჟი აუმჯობესებს ქუთუთოების მიდამოში სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ახდენს მეიბომის ჯირკვლების სეკრეტის დრენირებას, ზრდის საცრემლე აპკის მდგრადობას, ხსნის „მშრალი თვალის“ სინდრომს და თვალის დაღლილობის შეგრძნებას. ფლაკონის მოცულობა 15 მლ.

მშრალი თვალის სინდრომი ’, სხვადასხვა ეტიოლოგიის ბლეფარიტები.

ბლეფაროგელი 1-ის გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვინც ატარებს კონტაქტურ ლინზებს და ხანგრძლივად მუშაობს კომპიუტერთან. ბლეფაროგელ 1-ით ქუთუთოების მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ახდენს მეიბომის ჯირკვლების სეკრეტის დრენირებას, ზრდის საცრემლე აპკის მდგრადობას, ხსნის მშრალი თვალის სინდრომს და თვალის დაღლილობის შეგრძნებას. რეკომენდებულია სხვადასხვა ეტიოლოგიის ბლეფარიტების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

1-2 წვეთი გელი დაიტანეთ სუფთა თითის ბალიშზე და ნაზი წრიული მოძრაობით შეიზილეთ დახუჭული თვალების წამწამების ძირებში, 1-2 წუთის განმავლობაში. ქრონიკული ბლეფარიტის დროს რეკომენდებულია ბლეფაროგელი 1-ის დღეში ორჯერ, დილით და საღამოს გამოყენება, სახის დაბანის შემდეგ. პროცედურები ჩაიტარეთ ბლეფარიტის ნიშნების გაქრობამდე. ბლეფარიტისა და ჯიბლიბოს პროფილაქტიკისთვის შესაძლებელია დღეში ერთხელ, ძილის წინ გამოყენება. ბლეფაროგელი 1 ასევე გამოიყენება ფიზიოთერაპიის, ფონოფორეზის, მაგნიტოფორეზის და ელექტროფორეზის დროს.

ჰიალურონის მჟავა არეგულირებს უჯრედებში წყლის შემცველობას, ასევე ასტიმულირებს უჯრედების მიგრაციისა და დიფერენცირების პროცესებს. ჰიალურონის მჟავას მოქმედებით საცობებისაგან სუფთავდება ქუთუთოების ცხიმოვანი, მეიბომის ჯირკვლების სადინრები და წესრიგდება მათი სეკრეცია. კანი ტენიანდება და მკვრივდება.
ალოე ვერას ექსტრაქტს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, აუმჯობესებს ქუთუთოების კანის ნივთიერებათა ცვლას, ხსნის შეშუპებას და გაღიზიანების სხვა სიმპტომებს.

ბლეფაროგელი1-ის შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციით (ქუთუთოების სიწითლე, ქავილი და ასე შემდეგ)

არ აქვს

ინახება +5დან +30 ტემპერატურაზე. შენახვის ვადა 3 წელი.

 ონლაინ ყიდვა რუსეთში

 სად იყიდება

ბლეფაროსერიის დანარჩენი პრეპარატები

ბლეფაროგელი 2

ეფექტურია თვალის ქუთუთოს დემოდეკოზისა და ბლეფარიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ფლაკონის მოცულობა 15 მლ.

ბლეფაროლოსიონი

ჰიგიენური, გამწმენდი საშუალება. ამ ლოსიონის კომპრესები ხსნის თვალის შეშუპებას, დაღლილობას და სიმშრალეს.

ფლაკონის მოცულობა 15 მლ.

ბლეფაროსალფეთქი

ეფექტური სტერილური გამწმენდი საშუალება ერთჯერად შეკვრაში.

  20 სალფეთქი

 

პრეპარატის სარეგისტრაციო მონაცემები