ბლეფაროგელი 2

ბლეფაროგელი 2

Препарат от демодекоза век

ქუთუთოს მოსავლელი სამედიცინო საშუალება. შეუცვლელია ქუთუთოების დემოდეკოზის და ბლეფარიტის სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება ქუთუთოების კიდეების ანთებითი პროცესით, ქავილით და წამწამების ცვენით.

ბლეფაროგელი 2 —ქუთუთოს მოსავლელი სამედიცინო საშუალებაა. შეუცვლელია ქუთუთოს დემოდეკოზის და ბლეფარიტის სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება ქუთუთოების კიდეების ანთებითი პროცესით, ქავილით და წამწამების ცვენით. ბლეფაროგელი 2 შეიცავს გოგირდს, რომელიც ასუფთავებს ქუთუთოს კიდეებზე არსებულ ცხიმოვანი ჯირკვლების გამომყოფ სადინარებს და აწესრიგებს სეკრეციას. ბლეფაროგელ 2-ით მასაჟი აუმჯობესებს ქუთუთოს მიდამოს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ახდენს მეიბომის ჯირკვლების სეკრეტის დრენირებას, ზრდის საცრემლე აპკის მდგრადობას, ხსნის მშრალი თვალის სინდრომს და დაღლილობის შეგრძნებას.
ფლაკონის მოცულობა 15 მლ.

შეუცვლელი საშუალება სხვადასხვა ეტიოლოგიის ბლეფარიტის სამკურნალოდ: ქუთუთოების კიდეების ანთება, რომელსაც თან ახლავს ქავილი, წამწამების ცვენა და,, მშრალი თვალის” სინდრომი. რეკომენდებულია ქუთუთოების დემოდეკოზის სამკურნალოდ — კანის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დემოდექსის ტკიპით. ბლეფაროგელი 2-ის რეგულარული გამოყენება ამცირებს ჯიბლიბოს რეციდივების რაოდენობას. ბლეფაროგელი 2-ით ქუთუთოების მასაჟი აუმჯობესებს ქუთუთოს მიდამოს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ახდენს მეიბომის ჯირკვლების სეკრეციის ნორმალიზებას, ზრდის საცრემლე აპკის მდგრადობას, ხსნის მშრალი თვალის სინდრომს და დაღლილობის შეგრძნებას. ბლეფაროგელი 2 რეკომენდებულია მათთვის, ვინც ატარებს კონტაქტურ ლინზებს და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს კომპიუტერთან.

1-2 წვეთი გელი დაიტანეთ სუფთა თითის ბალიშზე და ნაზი წრიული მოძრაობით შეიზილეთ დახუჭული თვალების წამწამების ძირებში 1-2 წუთის განმავლობაში. ქრონიკული ბლეფარიტის დროს რეკომენდებულია დღეში ორჯერ, დილით და საღამოს გამოყენება, სახის დაბანის შემდეგ. პროცედურები ჩაიტარეთ ბლეფარიტის ნიშნების გაქრობამდე. ბლეფარიტისა და ჯიბლიბოს პროფილაქტიკისთვის, შესაძლებელია დღეში ერთხელ, ძილის წინ გამოყენება. ბლეფაროგელი 2 ასევე გამოიყენება ფიზიოთერაპიის, ფონოფორეზის, მაგნიტოფორეზის და ელექტროფორეზის დროს.

ჰიალურონის მჟავა არეგულირებს უჯრედებში წყლის შემცველობას, ასევე ასტიმულირებს უჯრედების მიგრაციის და დიფერენცირების პროცესებს. ჰიალურონის მჟავას მოქმედებით ქუთუთოების ცხიმოვანი, მეიბომის ჯირკვლების სადინრები სუფთავდება საცობებისაგან და წესრიგდება მათი სეკრეცია. კანი ტენიანდება და მკვრივდება.  
ალოე ვერას ექსტრაქტს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, აუმჯობესებს ქუთუთოების კანის ნივთიერებათა ცვლას, ხსნის შეშუპებას და გაღიზიანების სხვა სიმპტომებს. გოგირდს გააჩნია ანტისეპტიკური და აკარიციდული მოქმედება. გოგირდი ხშირად გამოიყენება კანის, მათ შორის ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრების დახშობით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. გოგირდი ხელს უწყობს ქუთუთოების კიდეზე არსებული გამომტანი სადინარების გასუფთავებას და აწესრიგებს მათ სეკრეციას. ბლეფაროგელი 2-ის რეგულარული გამოყენება, გოგირდის შემცველობის ხარჯზე, ანადგურებს წამწამების ძირებში არსებულ დემოდექსის ტკიპას.

ბლეფაროგელი 2-ის შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციით (ქუთუთოების სიწითლე ქავილი და ა. შ.)

არ აქვს

ინახება +5დან +30 ტემპერატურაზე. შენახვის ვადა 3 წელი.

 ონლაინ ყიდვა

 სად იყიდება

ბლეფაროსერიის დანარჩენი პრეპარატები

ბლეფაროგელი 1

ეფექტურია მშრალი თვალის სინდრომის და ბლეფარიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ფლაკონის მოცულობა 15 მლ.

 

ბლეფაროლოსიონი

ჰიგიენური, გამწმენდი საშუალება. ამ ლოსიონის კომპრესები ხსნის თვალის შეშუპებას, დაღლილობას და სიმშრალეს. 

ფლაკონის მოცულობა 15 მლ.

 

ბლეფაროსალფეთქი

ეფექტური სტერილური გამწმენდი საშუალება ერთჯერად შეკვრაში.

  20 სალფეთქი

პრეპარატის სარეგისტრაციო მონაცემები