დემოდეკოზი- მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობა
დემოდეკოზი — კანის პარაზიტული დაავადებაა, რომლის გამომწვევი არის ტკიპა დემოდექსი (Demodex folliculorum).
ოფთალმოდემოდეკოზი (თვალის დემოდეკოზი)- მხედველობის ორგანოს პარაზიტული დაავადებაა. ტკიპა დემოდექსი ბინადრობს ქუთუთოს წამწამოვან კიდეში არსებულ ცხიმის (მეიბომის) ჯირკვლებთან დაკავშირებულ თმის ფოლიკულებში, ცხიმოვან ჯირკვლებსა და წამწამთა ფოლიკულებში.
თვალის დემოდეკოზის დროს ვითარდება დემოდეკოზური ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, ქალაზიონი, ეპისკლერიტი და კიდითი კერატიტი. ქუთუთოების კანზე პრობლემების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს.
ტკიპა დემოდექსი (demodex) გვხვდება ნებისმიერი ასაკის ადამიანთა უმრავლესობაში. ხანდაზმულებში კი მისი გამოვლინების სიხშირე 100%-ია. იმუნიტეტის დაქვეითებამ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებმა და სხვა მიზეზებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკიპის აქტიური გამრავლება და ადამიანის ორგანიზმზე მისი პათოგენური ზემოქმედება.
თვალის დემოდეკოზის მიზეზები
თვალის დემოდეკოზს იწვევს ორი სახის პარაზიტი: Demodex folliculorum (ცხოვრობს თმის ფოლიკულებში) და Demodex brevis (ბინადრობს მეიბომის და ცეისის ცხიმოვან ჯირკვლებში). კანის 1 სმ²-ზე, 5-ზე მეტი ზრდასრული ტკიპას, ლარვის ან კვერცხის არსებობა მიუთითებს პათოგენურ ზემოქმედებაზე. წამწამების დიაგნოსტიკისას, 2-4 წამწამზე, ერთზე მეტი ტკიპის გამოვლენა მიუთითებს პათოლოგიასა და დემოდეკოზის რისკზე. დემოდეკოზის აღმოცენების და გამწვავების მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ მათი უმეტესობა დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან. მათ შორისაა: ქრონიკულიდაავადებების გამწვავება, ნივთიერებათა ცვლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი. მაპროვოცირებელი ფაქტორი ასევე შეიძლება იყოს თვალიდან კოსმეტიკური საშუალებების არასწორად მოშორება. თუ ტუშისა და თვალის ჩრდილის ნაწილაკები რჩება წამწამებს შორის და ქუთუთოების კიდეებზე, ის ერევა მეიბომის ჯირკვლების სეკრეტს და ხელს უწყობს პარაზიტების გამრავლებას. დემოდექსის ტკიპის გაჩენისა და გამრავლების რისკს იწვევს პირადი ჰიგიენის დარღვევაც.
დემოდეკოზი ქრონიკული დაავადებაა, მისთვის დამახასიათებელი გამწვავებისა (რეციდივი) და უსიმპტომო (რემისია) ეპიზოდების მონაცვლეობით. იმის გამო, რომ ტკიპა პირობითად პათოგენურია, იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად, თავს იჩენს დემოდეკოზის ძირითადი სიმპტომები:
• ქუთუთოების შეშუპება და თვალების სიწითლე;
• ქავილი;
• თვალების დაღლილობის შეგრძნება;
• ტკივილი და ,,ქვიშის შეგრძნება’’ თვალებში;
• ბლანტი და წებოვანი შიგთავსის დაგროვება თვალების კუთხეებში
თვალის დემოდეკოზი ხშირად იწვევს დემოდეკოზურ ბლეფარიტს. ბლეფარიტი — არის ქუთუთოების კიდეების ანთებითი დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. როგორც წესი, მისი განვითარების მიზეზი ქუთუთოს კიდეზე მდებარე ჯირკვლების დისფუნქციაა. ბლეფარიტის შედეგია ქუთუთოს კიდეზე ლიპიდური სეკრეტის დაგროვება. როდესაც სეკრეტი მკვრივდება, ის ახშობს ჯირკვლების გამომყოფ სადინრებს და იწვევს ქალაზიონის განვითარებას (ქუთუთოებზე „კვანძის“ მსგავსი წარმონაქმნი). თუ გასქელებული სეკრეტი არ არღვევს ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას, მაშინ სეკრეტი ოპტიმალური გარემო შეიძლება გახდეს პათოგენური ბაქტერიების და დემოდექსის ტკიპების გამრავლებისთვის.
დემოდეკოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ქუთუთოების დემოდეკოზის დიაგნოზი ადვილად დგინდება. ის კარგად ექვემდებარება თერაპიასა და პრევენციას. მთავარია, პირველადმა შედეგებმა და პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქებამ არ დააყოვნოს. ბლეფაროგელი 2, გოგირდის შემცველობის წყალობით, უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურ შედეგს. როგორც ცნობილია გოგირდს გააჩნია აკარიციდური მოქმედება. ის ასუფთავებს ქუთუთოების კიდეებზე მდებარე ჯირკვლების გამომყოფ სადინრებს და საგრძნობლად ამცირებს დემოდექსის ტკიპის პოპულაციას. ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერა ატენიანებს თვალის ზედაპირს, აშორებს დემოდექსის ისეთ გამოვლინებას, როგორიცაა მშრალი თვალის სინდრომი. ბლეფაროგელი 2-ის შეზელვა უნდა მოხდეს წრიული მოძრაობით, რაც დამატებით აუმჯობესებს ქუთუთოს მიდამოში სისხლის მიმოქცევასა და ცვლით პროცესებს, აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას. დემოდეკოზის თავიდან ასაცილებლად და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად, მიზანშეწონილია ქუთუთოების კანი რეგულარულად გაიწმინდოს დაბინძურებისგან და კოსმეტიკური საშუალებებისგან. ქუთუთოების მოვლისთვის გირჩევთ გამოიყენოთ ბლეფაროლოსიონის ან ბლეფაროსალფეთქის კომპრესები.სიახლე- ბლეფაროგელი ფორტე! — კოსმეტიკური პროდუქტი ქუთუთოების მოვლისთვის. ქუთუთოების მიდამოს დემოდეკოზის, დერმატიტის და ბლეფარიტების საწინააღმდეგო საშუალება. ბლეფაროგელ ფორტეს შემადგენლობაში შედის: მეტრონიდაზოლი — ეფექტური ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული (ანტიპარაზიტული) საშუალება, გოგირდი, რომლებიც ასუფთავებენ ჯირკვლების გამომყოფ სადინრებს ქუთუთოების კიდეებში და ახდენენ მათი სეკრეციის ნორმალიზებას. ქუთუთოების მასაჟი ბლეფაროგელ ფორტეს გამოყენებით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს ქუთუთოების არეში.
გამოყენების წესი: 1-2 წვეთი გელი დაიტანეთ სუფთა თითის ბალიშზე და ნაზი წრიული მოძრაობით შეიზილეთ დახუჭული თვალების წამწამების ძირებში 1-2 წუთის განმავლობაში, დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, სახის დაბანის შემდეგ, ჩაიტარეთ ბლეფარიტის ნიშნების გაქრობამდე.“ Точно так же, как здесь, в этой русской версии
Научные публикации и исследования по теме «демодекоз век и глаз»
- Гигиена век – основа профилактики и лечения болезней поверхности глаза
- Оптимизация лечебного воздействия у больных блефароконъюнктивальной формойсиндрома «сухого глаза» демодекозной этиологии
- Особенности клинического течения блефароконъюнктивальной формы сухого глаза при демодекозе
- Клиническая эффективность Блефарогелей в профилактике и лечении блефаритов
- Гигиена век – основа профилактики и лечения заболеваний век и сухости глаза
- Современные возможности профилактики и лечения блефароконъюнктивальной формы синдрома «Сухого глаза» демодекозной этиологии
- Включение Блефаропродукции в комплексную терапию ухода за веками. Лечение дисфункции мейбомиевых желез и ее последствий (ССГ, блефариты, демодекоз)