მშრალი თვალის სინდრომი (ინგლ. dry eye syndrome) ან მშრალი კერატოკონიუნქტივიტი — კომპლექსური, მულტიფაქტორული დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს თვალის სიმშრალე. მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას საფუძვლად უდევს: ცრემლის გამომუშავების შემცირება, ცრემლის ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები, ცრემლის აორთქლების გაძლიერება, რაც იწვევს რქოვანას და კონიუნქტივის სიმშრალეს. მშრალი თვალის სინდრომი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ვლინდება მოსახლეობის 6%-სა და ხანდაზმული ასაკის ადამიანების 34%-ში. თანამედროვე საზოგადოებაში პრობლემა მზარდია და ექიმების პროგნოზით, 2024 წლისთვის შემთხვევათა მაჩვენებელი 6,5% -მდე გაიზრდება.

მშრალი თვალის სინდრომის ტიპური სიმპტომებია:
დისკომფორტი;
გაღიზიანება;
თვალის სიმშრალის, ქავილის, წვის, ან უცხო სხეულის, ,,ქვიშის არსებობის“ შეგრძნება;
გაძლიერებული ცრემლდენა ადრეულ სტადიაზე, თვალის გაღიზიანების საპასუხოდ;
სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება; მხედველობის გადაძაბვა; კონტაქტური ლინზების აუტანლობა;
მხედველობის დაბინდვა.
როგორც წესი, სიმპტომები ვლინდება ორივე თვალში.

მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი მიზეზები

მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი მიზეზებია: ცრემლის გამომუშავების დარღვევა სეკრეციის შემცირების ან ცრემლის აორთქლების გაზრდის გამო.

ცრემლის გამომუშავების დაქვეითება ყველაზე ხშირია ხანდაზმულ ადამიანებში — ქვეითდება სეკრეტის მწარმოებელი მეიბომის ჯირკვლების ფუნქციონირება, რაც იწვევს ლიპიდური შრის დისფუნქციას და თვალის სიმშრალეს. ცრემლის გამომუშავების დაქვეითება ხდება: ზოგიერთი ენდოკრინული დაავადების ფონზე, ჰორმონალური პრეპარატების მიღებისას, მხედველობის ლაზერული კორექციის პროცედურის ან A ვიტამინის დეფიციტის შედეგად.

ცრემლის მომატებული აორთქლება ყველაზე ხშირად გამოწვეულია თვალის ხამხამის სიხშირის გაიშვიათებით და შესაბამისად ცრემლის აორთქლების გაძლიერებით.

ეს მიზეზი ყველა ასაკში გვხვდება და ხშირად ტექნოლოგიური მიღწევებით სარგებლობის შედეგია. გაჯეტებისა და მოწყობილობების ეკრანებთან დიდი დროის გატარებამ, ოთახებში ჰაერის შეუსაბამო ტენიანობამ / სიმშრალემ, ცხოვრების დაჩქარებულმა რითმმა, თვალის გადაღლამ, სტრესმა, უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თვალის სინდრომის განვითარება.

ცრემლის გამომუშავების დაქვეითების და თვალის სიმშრალის მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტების გვერდითი მოვლენები და გარკვეული დაავადებების შედეგები. ქუთუთოების დაავადებების (ბლეფარიტი, დემოდეკოზი და სხვა) შედეგად შეიძლება დაირღვეს საცრემლე ფირფიტის სტაბილურობა.

ახალგაზრდებში მშრალი თვალის სინდრომი ყველაზე ხშირად, მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობისა და სმარტფონების სისტემატური გამოყენების შედეგია. მიზეზი არის ეკრანის წინ დაძაბული მუშაობისას თვალის ხამხამის სიხშირის გაიშვიათება, რაც იწვევს ცრემლის აორთქლების გაძლიერებას.

მშრალი თვალის სინდრომის ასევე ხშირი მიზეზებია: თვალის ტრავმა, ბლეფარიტით და როზაცეით გამოწვეული ცრემლის ფირფიტის ლიპიდური შრის ანომალიები და A ვიტამინის დეფიციტით, ტრაქომით, დიფტერიული კერატოკონიუნქტივიტით, სხვა დაავადებებითა და ზოგიერთი ადგილობრივი გამოყენების მედიკამენტებით გამოწვეული ცრემლის ფირფიტის მუცინური შრის დარღვევები.

შედეგები- თუ არ ვუმკურნალეთ მშრალი თვალის სინდრომს, შესაძლებელია თვალის ზედაპირზე განვითარდეს ,,მიკრონაპრალები“ .

შედეგები- თუ არ ვუმკურნალეთ მშრალი თვალის სინდრომს, შესაძლებელია თვალის ზედაპირზე განვითარდეს ,,მიკრონაპრალები“.

თვალის სიმშრალე — მკურნალობა და პროფილაქტიკა

მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობის და პროფილაქტიკის ეტაპები:

1.გამაღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების თავიდან აცილება და შემცირება
2.ცრემლის წარმოების სტიმულირება და ხარისხის გაუმჯობესება
3.ქუთუთოების გაწმენდა დაბინძურებისგან
4. თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობა

მშრალი თვალის სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, საჭიროა მინიმუმამდე შევამციროთ მშრალ ჰაერიან სათავსოში ყოფნა. მტვრისა და კვამლის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, აუცილებელია თვალის დამცავი საშუალებების გამოყენება. უნდა შემცირდეს ტექნიკური მოწყობილობების, როგორიცაა გამათბობლები, კონდიციონერები და ვენტილატორები, ზემოქმედება. სამუშაო ადგილსა და სახლში დამატენიანებელის გამოყენება ამცირებს ჰაერის სიმშრალეს.

თვალების მიზანმიმართული ხამხამი, განსაკუთრებით მონიტორის ეკრანთან მუშაობისას და გადაღლილი თვალის პერიოდული დასვენება, სავალდებულო ღონისძიებაა მშრალი თვალის სინდრომის დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად და მინიმუმამდე შესამცირებლად. არ არის რეკომენდებული თვალების მოსრესვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო გაღიზიანება.

ქუთუთოების მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ცვლით პროცესებს, ახდენს მეიბომის ჯირკვლების სეკრეციის ნორმალიზებას, ცრემლის ფირფიტის სტაბილურობის გაზრდას, «მშრალი თვალის» სინდრომის და თვალის დაღლილობის შეგრძნების აღმოფხვრას. ამისთვის გირჩევთ გამოიყენოთ ბლეფაროგელი 1.

მშრალი თვალის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ბლეფარიტი და დემოდეკოზი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დილით და საღამოს ქუთუთოების გაწმენდას სპეციალიზებული პროდუქტების და თბილი კომპრესების გამოყენებით (ბლეფაროლოსიონი ან ბლეფაროსალფეთქები). ბლეფარიტის გამოვლინებისას გამოყენებული უნდა იქნეს ბლეფაროგელი 1, ხოლო დემოდეკოზის ნიშნების შემთხვევაში – ბლეფაროგელი 2.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებში, მნიშვნელოვანია დამატებითი საშუალებების გამოყენება. ამისთვის გამოიყენება ხელოვნური ცრემლი და ცრემლის შემცვლელი. ისინი ატენიანებენ თვალს და ხსნიან დისკომფორტს.

ბლეფაროგელი 1

ეფექტურია მშრალი თვალის სინდრომის და ბლეფარიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ფლაკონის მოცულობა 15 მლ.

 

ბლეფაროლოსიონი

ჰიგიენური, გამწმენდი საშუალება. ამ ლოსიონის კომპრესები ხსნის თვალის შეშუპებას, დაღლილობას და სიმშრალეს.

ფლაკონის მოცულობა 15 მლ.

ბლეფაროსალფეთქი

ეფექტური სტერილური გამწმენდი საშუალება ერთჯერად შეკვრაში.

  20 სალფეთქი

თვალის სიმშრალე და ლინზები

კონტაქტური ლინზების ტარებისას, ადამიანთა 50% ზე მეტი, მიდრეკილია მშრალი თვალის სინდრომის განვითარებისაკენ.
ცნობილია, რომ კონტაქტური ლინზების გამოყენება ამცირებს თვალის რქოვანა გარსის მგრძნობელობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საცრემლე ჯირკვლების მიერ ცრემლის გამომუშავების დარღვევა და შემცირება. რქოვანა გარსის მგრძნობელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს მყარი, ასევე რბილი და მყარი აირგამტარი კონტაქტური ლინზები. ასევე პრობლემას წარმოადგენს ლინზის ზედაპირიდან ცრემლის უფრო სწრაფი აორთქლება და ლინზის ქვეშ არასაკმარისი რაოდენობის ცრემლი.

შეიძლება თუ არა ლინზების ტარება მშრალი თვალის სინდრომის დროს?

მშრალი კერატოკონიუნქტივიტის დროს უნდა შეიზღუდოს ლინზების ტარება ან მონაცვლებით ვიხმაროთ სათვალესთან ერთად, მაგრამ მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობის დროს, სჯობს საერთოდ უარი ვთქვათ კონტაქტური ლინზების ტარებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა იქნას მიღებული და საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

ადამიანების ჯგუფები რომლებიც მიდრეკილები არიან მშრალი თვალის სინდრომის განვითარებისკენ

პროგრამისტები, IT სპეციალისტები და გეიმერები ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მონიტორის წინ. ეკრანზე მიმდინარე პროცესით გატაცების შედეგად, ადამიანებს ავიწყდებათ თვალების ხამხამი, ცრემლი ორთქლდება და თვალი შრება. მონიტორთან მუდმივი მუშაობა, დიდი ალბათობით, იწვევს მშრალი თვალის სინდრომსა და მხედველობის პრობლემებს.

თუ დღის ნახევარზე მეტს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან, თვალის დაავადებების პროფილაქტიკისათვის, საჭიროა თვალის შესვენება.

ოფისის მუშაკები — ისევე როგორც IT სპეციალისტები, დიდ დროს ატარებენ მონიტორის ეკრანთან. ამას ემატება კლიმატური სისტემების, კონდიციონერებისა და გამათბობლების გავლენა. ხშირად, ოფისში ჰაერის არასაკმარისი ტენიანობაა და კონდიციონერი აორთქლებს ისედაც არასაკმარისი რაოდენობის ცრემლს.

დოკუმენტებზე და ქაღალდებზე კონცენტრაცია ასევე ამცირებს თვალის ხამხამის სიხშირეს, რაც იწვევს ცრემლის არასაკმარის გამომუშავებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალის სიმშრალე და უსიამოვნო შეგრძნებები.

ხანდაზმული ადამიანები — ასაკთან ერთად მატულობს მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი მიზეზები. მთავარი მიზეზი დაბერება და ჰორმონალური ფონის ცვლილებაა. ეს იწვევს საცრემლე ჯირკვლების აქტივობის დაქვეითებას, ცრემლის გამომუშავების შემცირებას და ცრემლის ხარისხის გაუარესებას. ასევე გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრების წესის ყველა უარყოფითი შედეგი, გადატანილი და ქრონიკული დაავადებები.

50 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ თვალის ჯანმრთელობას, დაასვენონ და დაიცვან მხედველობა გარემოს უარყოფითი გავლენისგან.

მძღოლები — გზაზე არსებულ ვითარებაზე მუდმივი კონცენტრირება ამცირებს თვალის ხამხამის სიხშირეს, ამასთან მანქანაში კონდიციონერის ზემოქმედება და დახურულ სივრცეში ჰაერის სიმშრალე ზრდის ცრემლის აორთქლებას.

თვალის სიმშრალის პირველი სიმპტომების აღმოცენებისთანავე, საჭიროა პრევენცია. მანქანის გაჩერებისას, აუცილებლად დაასვენეთ თვალები, საკმარისი რაოდენობით ცრემლის წარმოქმნისთვის.

თვალის დაავადებების მქონე ადამიანები — მხედველობის სხვადასხვა პრობლემებისას, მშრალი თვალის სინდრომი შეიძლება ადამიანის დამატებითი უსიამოვნო თანამგზავრი გახდეს.
კონტაქტური ლინზების ტარების შედეგი ხშირად თვალის სიმშრალეა. მშრალი თვალის სინდრომი დროებით ვლინდება თვალის სხვადასხვა ოპერაციების, მათ შორის მხედველობის ლაზერული კორექციის შემდეგ და გლაუკომის სამკურნალო წვეთების მუდმივი გამოყენებისას.

ოპერაციის შემდეგ თვალის რეაბილიტაციისთვის, საჭიროა ქუთუთოების სათუთი მოვლა, მათი სისუფთავის შენარჩუნება და ცრემლის გამომუშავების სტიმულირება.

Научные публикации и исследования связанные с темой «Синдром сухого глаза».